Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. 
როგორც პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 27-28 მარტს ქალაქ სეულში გაიმართება. 
მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, სამიტს დაესწრებიან ავსტრალიის პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრემიერი, დანიის მთავრობის ხელმძღვანელი, უნგრეთის პრეზიდენტი, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels