Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი ბირთული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალქში, სეულში ბირთული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს. 

სამიტს მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერი ესწრება. 

პრეზიდენტმა უკვე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. 

ფორუმის მიმდინარეობის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტი, სავარუდოდ, სამხრეთ კორეის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება და მათ საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებს გააცნობს. 

მსოფლიო ლიდერები სეულში ბირთული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად მეორე დღეა იკრიბებიან. 
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე ჩავიდა სამხრეთ კორეაში და რამდენიმე შეხვედრაც გამართა. 
სეულში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი პანგი მუნიც, რომელმაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან და სხვა ლიდერებთან გამართა შეხვედრები. 

სამიტის მთავარი თემები ბირთული მასალებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთა და მათი დაცვა იქნება. 

სამიტის ფარგლებში ლიდერები სეულში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.

'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels