Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააკაშვილი German Marshall Fund of the US მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. 
'ფორუმი 'საქართველოს მომავლის კვალდაკვალ', წელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს; ასევე, იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასპექტებზე', - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ფორუმს, რომელიც მიუნხენის მახლობლად იმართება, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლიტოლოგები და პარლამენტის წევრები ესწრებიან. 
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ელმაუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც იმყოფება.
კონფერენცია არაფორმალურ ხასიათს ატარებს და უკვე მეოთხედ იმართება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels