Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე გერმანიაში იმყოფებიან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიაში იმყოფებიან.

მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე ევროპაში დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. იგეგმება ასევე შეხვედრა ბუნდესტაგში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან სხვა შეხვედრები კი ვიზიტის პარალელურად დაიგეგმება.

რაც შეეხება გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკერთან შესაძლო შეხვედრას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels