Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას მნიშვნელოვანს უწოდებს

 

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა

რეზოლუცია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აფიქსირებს, არამედ გარკვეულ მიმართულებებსაც განსაზღვრავს და რეკომენდაციებს იძლევა.

'გასულ კვირას ევროპარლამენტის მიერ მირებულ იქნა მნივნელოვანი დოკუმენტი. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებაზე და აფიქსირებს, რომ რუსეთმა დოკუმენტით გათვალსიწინებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს', - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი რუსეთს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პასპორტების უკანონოდ დარიგების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels