Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით გაპრეზიდენტებას არ აპირებს

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით გაპრეზიდენტებას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ თავად პრეზიდენტმა უკრაინული ტელეარხის კორესპონდენტს განუცხადა.

მისი განმარტებით 'ეს ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება'.

ხოლო რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა სააკაშვილი პრემიერი პუტინის მსგავსად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 'მე პუტინივით ბევრი მიზეზის გამო ვერ ვიქნები. ჩვენ სხვა ქვეყანა და სხვა სიტუაცია გვაქვს'.

'ჩემს გარემოცვაში ეს საკითხი ახლა არ განიხილება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი 6 თვის, ერთი და ორი წლის, მაგრამ არა 3-4-5 წლის შემდეგ', - განაცხადა სააკაშვილმა.

 geonews.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels