Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერევანში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს დემოკრატიის განვითარებას. 

ქვეყნის პირველმა პირმა და ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. 

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels