საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 27-28 მარტს ქალაქ სეულში გაიმართება.
მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, სამიტს დაესწრებიან ავსტრალიის პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრემიერი, დანიის მთავრობის ხელმძღვანელი, უნგრეთის პრეზიდენტი, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები.
ჯეონიუსი
ე.შ
|