Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - არჩევნებში საქართველო და ქართველი ერი გაიმარჯვებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის სიბრძნესა და გონიერებაში დარწმუნებულია.  როგორც მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის ოლქის 19-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღე ისტორიულია, რადგან დღეს ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება.
'დღეს წყდება იმის ბედი, რომ საქართველომ იაროს წინ და აღარასოდეს დაბრუნდეს წარსულში და რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ უკეთეს მომავლში. ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და დღესაც, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და გონიერებაში, რადგან ეს არჩევნები გავლენას მოახდენს მრავალი შემდეგი თაობის ცხოვრებაზე', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ დღეს არჩვენებზე მაღალი დონის აქტივობა და მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოხატულება იქნება. 
'დღეს საუბარი არ არის რომელიმე პარტიის განმარჯვებაზე. საუბარია საქართველოს გამარჯვებაზე და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს', - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საარჩევნო უბანზე მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა ელისაბედ რულოვსსა და უმცროს ვაჟ ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels