Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ვინც რეზერვისტთა იდეაზე ხელს აღმართავს, ის პირდაპირ საქართველოს მტერს ემსახურება

ვინც დღეს საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით, პარლამენტის ეზოში ჯარისკაცებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
პრეზიდენტის თქმით, მარტო ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 000 ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 000-ზე ავა. 
'მე არ ვლაპარაკობ გაწვეულ რეზერვზე, არამედ ვლაპარაკობ ნებაყოფლობით რეზერვისტებზე. იმ ქართველებზე, ვისაც უნდა თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნას და იარაღს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება. ეს ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის არის, მაგრამ მათთვის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა და მე ვამაყობ, რომ ჩვენს ჯართან ერთად ეს შეიქმნა საქართველოში. ჩვენ არასდროს უნდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ერთ ნაწილს მტერი ჯიჯგნიდა, ხოლო თბილისის ყველა რესტორანი სავსე იყო მოქეიფე ხალხით', - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels