Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - მთავრობა ხალხს ზემოდან არ უყურებს

საქართველოს მთავრობა ხალხს ზემოდან არ უყურებს, -  ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზემო აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა . 
'ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ხალხს ზემოდან ქვემოთ კი არ უყურებს, რაღაც გორაკიდან კი არ მოგმართავთ, გიყურებთ ქვემოდან ზემოთ. თქვენ ხართ ზემოთ, მე ვარ ქვემოთ. იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ თქვენი ერთგული მსახურები' - აღნიშნა პრეზიდენტმნა. 
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ეს იმის დამსახურებაა, რომ ხალხიც ძლიერია. 
'ხალხმა განიცადა ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები, ეკონომიკური ემბარგო, ბოლოს და ბოლოს ომი, იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფლები. ერთი დღე არ გაგვიჩერებია მშენებლობა. ისინი დაეცნენ ფრონტზე და ჩვენ მათ სახელზეც ავაშენებთ ახალ აჭარას და მათ სახელზეც ავაშენებთ ახალ საქართველოს', - განაცხდა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის მოტყუება ძალიან ძნელია. 

იხილეთ ვიდეო: 'თქვენ ხართ ზემოთ, მე ვარ ქვემოთ' - მიხეილ სააკაშვილი 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels