Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველომ შეიარაღებული ძალების მომზადებაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია

საქართველომ შეიარაღებული ძალების მომზადებაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა , სადაც აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება 'Agile Spirit'-ს დაესწრო. 
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამაგრებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოშვების თვალსაზრისით. 
'ჩვენი მოკრძალებული სახსრების პირობებში ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვითი შეიარაღებული ძალების განვითარებას', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, დამატებით 400 ჯარისკაცი გაიწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო საჯარისო შენაერთან ერთად და ეს გამოცდილება ათწლეულების განმავლობაში დარჩება ქართულ საბრძოლო ტრადიციაში. 
'ყოველ ასეთ ვარჯიშს, ყოველ ასეთ ურთიერთქმედებას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სკოლის გავლას ავღანეთში. თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება, თან ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენ ვართ, ვინც არ უნდა ილაპარაკოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის ავღანეთში ყოფნა და იქ გაღებული მსხვერპლი, იმ ჯარის ფასი არის კაპიკი', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels