Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს სურს უფრო ძლიერი თანამშრომლობა ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე ჰქონია

საქართველოს სურს უფრო ძლიერი თანამშრომლობა ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე ჰქონია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ნატო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების 70% მომხრეა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისა და მხოლოდ 9%-ია წინააღმდეგი. 
'ეს ნათლად აჩვენებს, რომ არის მძლავრი მოტივაცია რეფორმებისა და ცვლილებებისთვის', - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა - 
'ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ ნეიტრალურები, როცა ვსაუბრობთ საკითხებზე, რომლებშიც ნათელი ინტერესები გვაქვს. ჩვენ გვსურს, ავღანეთში ოპერაცია კარგად დასრულდეს, მონაწილეობა მივიღოთ ომის შემდეგ ავღანეთის აშენებაში, დავეხმაროთ რეფორმებსა და ტრენინგებში და ჯარების გამოყვანის პროცესში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ გვსურს ბევრად ძლიერი თანამშროლობა ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე გვქონია. გვქონდა ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს კომისიის საშუალებით კონკრეტულ საკითხებზე მუშაობის საშუალება მოგვეცა და ჩვენ ამას ვაკეთებთ', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels