Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის დაცვის მთავარი ხაზია

მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების წვრთნას დაესწრო და ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა . 
პრეზიდენტის განცხადებით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მტერმა ვერ მოახდინა ქართული არმიის დემორალიზება. მიხეილ სააკაშვილის თქმით ქვეყანამ და ქართულმა შეიაღებულმა ძალებმა სულისკვეთების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მოდერნიზაციის ჩქარი ტემპით გაგრძელება შეძლო. 
'ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი და ვინ ახდენს ტერიტორიის ოკუპაციას, შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის დაცვის მთავარი ხაზია, თქვენ ხართ მთავარი გარანტი თავდაცვის და მშვიდობის. ქართული სახელმწიფო შეარაღებული ძალების მხარდაჭერას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ შეიარაღებული ძალები იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ შესაძლო ამოცანების შესასრულებლად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
ქართული არმია დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels