Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ჯერ კიდევ არის მნგრეველების ბრიგადა

საქართველოში ჯერ კიდევ არის მნგრეველების ბრიგადა, მაგრამ არის ძალიან დიდი კლასი მშენებელებისა და აღმშენებლების, ამ ოქროს ეპოქის თავისი ხელით შემქმნელების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის რაბათის ციხეში, შარლ აზნავურის კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ იმ გაჭირვების ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, საქართველოში მაინც იწყება ოქროს ეპოქა. 
'ჯერ სიღნაღიდან დაიწყო, მერე ბათუმი, ახლა როგორც კეთდება თელავი, როგორც კეთდება სვანეთი, როგორც გაკეთდა ახალციხე, რომელიც არის მსოფლიო დონის წარმოუდგენელი მიღწევა, როგორც გაკეთდება ლაზიკა, როგორც კეთდება ქუთაისი, როგორც კეთდება თბილისის ცენტრი ისე, როგორც არასდროს მის ისტორიაში, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის ოქროს ეპოქა საქართველოში და ამას აუცილებელად დაემატება სოხუმი. 30 წელზე მეტი დასჭირდა დავით აღმაშენებელს, ვიდრე თბილისი მან აიღო. ჩვენთვის დრო არის გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ვაშენოთ, გავძლიერდეთ, რეფორმები ჩავატაროთ, არ დავიხიოთ უკან, არ წამოვეგოთ ინტრიგანებს, ვიაროთ წინ და არა უკან და საბოლოო ჯამში ყველაფერს დავიბრუნებთ', - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც მსგავს რამეებს აშენებს, შეუძლებელია არ გამთლიანდეს. 
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაბათის აშენება არ არის მისი, ან პრემიერის, ან მთავრობის დამსახურება, არამედ ეს ხალხმა ააშენა. 
'აქ ძალიან ცივი ზამთარი, მინუს 20 გრადუსი ყინვა იყო. ძალიან რთულ პირობებში ღამე არ გაჩერებულან, ისე მუშაობდნენ. ეს შეუძლიათ ქართველებს. ყველა გაოგნებულია, რადგან 9 თვეში ასეთი რაღაც წარმოუდგენელია' - დასძინა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels