Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო მეტს მოგზაურობს, მით უფრო რწმუნდება, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას , - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, ID ბარათების გაცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტს დადის და მეტს ხედავს, ხვდება, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ბევრსაც გაუსწრო. ეს კი, პრეზიდენტის აზრით, იმიტომ ხდება, რომ საქართველოში გამჭვირვალე დემოკრატიაა და მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი მთავრობას.

პრეზიდენტმა სახალხო დემოკრატიად მიიჩნია გადაწყვეტილება, რომლის შედეგად, პირველი ID ბარათები დღეს არა ქვეყნის პირველ პირს გადაეცა, არამედ პირიქით, ქვეყნის პირველმა პირმა ჩვეულებრივ მოქალაქეებს გადასცა. „ეს არის ჩვენი ფილოსოფიის განსაკუთრებული ნაწილი. ნაწილი იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა ხალხისთვის და არაფერი გვინდა მთავრობისთვის.' - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებითვე, ხალხი შეეჩვია, რომ საქართველო არის სუფთა, მოწესრიგებული, არ არის კორუფცია, არ არის კრიმინალი, მოქალაქეებისთვის გაადვილებულია ცხოვრება და ა.შ. „ეს კი, პრაქტიკულად არსად არის მსოფლიოში', - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიაა და ყველაზე გაადვილებულია ურთიერთობა მთავრობასა და ხალხს შორის. „ჩვენმა თაობამ გააკეთა ის, რაც ვერავინ გააკეთა მსოფლიოში.' - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ipn.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels