Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი: უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ქვეყანას არ დავტოვებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის ანუ 2013 წლის შემდეგ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

'მე აუცილებლად დავრჩები საქართველოში მას შემდეგ, რაც ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოიწურება და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პოლიტიკა ოპონენტების დევნას არ ახორციელებდა, იმედი მაქვს, რომ ახლანდელი უმრავლესობაც ასე მოიქცევა',_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ყოფნისას.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა განწყობა ძალიან მალე იცვლება და ძალიან მალე საქართველოს ამომრჩეველი ახალი ხელისუფლებისაგან დაპირებების შესრულებას მოითხოვს. 
'თუ ვინმე ხელისუფლებაში მოდის კაპიტალი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს, მასზე რა თქმა უნდა, გარკვეული იმედებია დამყარებული', _ აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში Tiger Conference -ში მონაწილეობისათვის ჩავიდა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels