Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ერი წარსულში დაბრუნების არჩევანს აღარ გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 'კიევ პოსტ'-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. როგორც სოციალურ ქსელ 'ფეისბუქში' პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
გამოსვლისას პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნის უალტერნატივო მომავალია. 
მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ქვეყანამ მისი და მისი გუნდის 9-წლიანი მართველობის პერიოდში დააგროვა. პრეზიდენტმა ის ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები გამოყო, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითო მოდელად აღიარეს. გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დაწყებული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, რადგან ქართველი ერი წარსულში დაბრუნების არჩევანს აღარ გააკეთებს.
საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და არსებულ პროგრესზე კონფერენციაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა პიოტრ პოროშენკომ. მისი შეფასებით, ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკურმა რეფორმება ცხადყო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მისაბაძი მაგალითი გახდა. 
განსაკუთრებული ყურადღება მან იმ ცვლილებებზე გაამხვილა, რომელთა შედეგადაც საქართველოში ბიზნესის კეთება გამარტივდა. პიოტრ პოროშენკომ თავისი მთავრობის წევრებს ამ წარმატებებისა და გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდა, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს უკრაინის განვითარებასა და პროგრესს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels