Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი – მთავრობა პრეზიდენტს კი არა, ხალხს უქმნის პრობლემას

ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავს და საქართველოს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში, ჯინჭარაძეების ცხრასულიანი ოჯახის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობაში პანტიკო თორდიასთვის 'თბილავიამშენის' დაბრუნების საკითხი მუსირებს. პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე ქარხანა ფეხზე დააყენა, 'დიდგორი' და 'ლაზიკა' გამოუშვა. 
'გუშინწინ, პანტიკო თორდიამ და მისმა ყაჩაღმა აქციონერებმა გააკეთეს განცხადება, რომ მე ვიყავი საავიაცო ქარხანაში, რომლის უკან გადაცემის იდეა პანტიკო თორდიასთვის მუსირებდა საქართველოს მთავრობაში, რომელიც 2010 წელს თავდაცვის სამინისტრომ წამოიღო, ფეხზე დააყენა, მუშებს ხელფასები დაურიგა, წინა წლების გაფლანგვა და განადგურება შეაჩერა და გამოუშვა 'ლაზიკა', 'დიდგორი'. კლასიკური ნიმუშია, რომ ყველა ადამიანი, რომლებსაც თავის დროზე ძარცვის და კრიმინალის, საქართევლოს განადგურების საშუალება არ მივეცით და ხელი შევუშალეთ ამაში, მათ შორის ჩახალიანი, საქართველოს პროკურატურისვე წახალისებით, ეს ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავს და საქართველოს ხალხს', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels