Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყნის ევროპულ არჩევანზე და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა. სააკაშვილი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები' დღეს გაიხსნა. 
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels