Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილმა კიშკოროში ორი ქართველი მწერლის - გრიგოლ აბაშიძისა და წარმოშობით აფხაზი ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო

 

საქართველოს პრეზიდენტისოფიციალური ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ბუდაპეშტის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კიშკოროში გაემგზავრა, რომლის მერი მას პირადად შეხვდა და მიხეილ სააკაშვილს მის ქალაქში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კიშკოროს მერმა აღნიშნა, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და განამტკიცებს უგრელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილმა კიშკოროში ორი ქართველი მწერლის - გრიგოლ აბაშიძისა და წარმოშობით აფხაზი ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.

ცნობისთვის, 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტი უნგრელ კოლეგასთან პალ შმიტთან გამართავს შეხვედრას. ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოეწყობა.

მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ასევე უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ლასლო კოვერთან და უნგრელ ბიზნესმენებთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში 21 მაისს გაემგზავრა.

 

geonews.ge

ე.შ 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels