Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობისას საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა. 
მიხეილ სააკაშვილმა საელჩოს თანამშრომლებსა და ძველ ბიუროკრატიულ სახელმწიფო აპარატს შორის პარალელები გაავლო.
'რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის არ არის აუცილებელი, გადავიდეთ მეზობელ ქვეყანაში და, რომელიმე საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ. მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. რატომ ეპყრობიან იცით ასე -  ჰგონია, რომ ის არის უფროსი და მას შეუძლია დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს  და ამით სიამოვნება მიიღოს. ასეა ბევრ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენს საელჩოებში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის - განვითარებული ევროპული ქვეყნების', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველ ჩინოვნიკებში გამჯდარი იყო ფეოდალური მენტალიტეტი და ეს ყველაფერი კორუფციაში გადადიოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს იყო საქართველოში რამდენიმე წლის წინ და ეს მენტალიტეტი შეიცვალა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels