Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილმა სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა .  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიხსნა პლენარული სესია 'ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, სამომავლო ვალდებულებების ჩათვლით'. 
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო. 
საქართველოს პირველმა პირმა ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მხარეებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა. 
მიხეილ სააკაშვილმა ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა.
ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების საფრთხეებსა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, გამოსვლისას, სამიტის ყველა მონაწილე შეეხო.
პლენარული სესიის შემდეგ, სეულში შეკრებილი ლიდერები ერთობლივ კომუნიკესაც მიიღებენ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels