Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილმა სეულში რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეულის ბირთვული უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა გამართა. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას , ფინეთის პრეზიდენტს, თურქეთისა და ნორვეგიის პრემიერებს და შვედეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა ასევე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტი სამიტის მონაწილეების წინაშე სიტყვით ხვალ გამოვა. 
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთხოების კონფერენციაზე 54 ქვეყნის ლიდერი, მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები; ავსტრალიის, კანადის, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე. 
მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თვდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური იმყოფებიან. 
ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში გაიმართა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels