Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს, სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.

„ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

საუბრის დასასრულს, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა',- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels