Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მომავალ კვირას პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

მომავალ კვირას პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შეცვლის გამო გახდა საჭირო .
კანონმდებლობით, უკანასკნელი ნდობის გამოცხადებიდან მინისტრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასევე, პარლამენტს შეუძლია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას ცალკეული მთავრობის წევრის აცილების საკითხი. თუმცა, როგორც მიმდინარე კვირას ბიუროს სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მთავრობა პარლამენტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სამშაბათს, სპეციალურად ამისთვის დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. მინისტრთა განახლებულ კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წარუდგენს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels