Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მომავალ პარლამენტში პლენარული სხდომების რაოდენობა შემცირდება

მომავალ პარლამენტში პლენარული სხდომების რაოდენობა შემცირდება, მუშაობა კი ერთი საათით გვიან დაიწყება. 
პარლამენტის რეგლამენტის პროექტითაც და მოქმედი ნორმებითაც, პარლამენტის სესია ორკვირიანი ციკლით იგეგმება.
თუმცა, თუ ახლა ერთი კვირა სესიებს ეთმობა, ხოლო მეორე საკომიტეტო მოსმენებს და ამომრჩეველთან შეხვედრას, მომავალ პარლამენტში პირველ კვირას დასაშვები იქნება როგორც პლენარული სხდომის, ისე საკომიტეტო მუშაობის გამართვა. მეორე კვირა კი ჩვეულებრივ დაეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრას და კომიტეტების მუშაობას.
ასევე, თუ ახლა პლენარული სხდომები პლენარული სხდომის კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 11:00-დან 19:00 საათამდე უნდა გაიმართოს, მომავალ პარლამენტში სხდომები მხოლოდ ორშაბათს და პარასკევს გაიმართება და ისიც, 12:00-დან 19:00 საათამდე.
ამასთან, თუ დღეს სხდომაზე შესვენება 14:00-დან 16:00 საათამდე ცხადდება, მომავალ პარლამენტში შესვენება ერთსაათიანი იქნება და 15:00-დან 16:00 საათამდე გამოცხადდება.
ამასთან, მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის პლენარული სხდომა, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე, დაწყებული საკითხის განხილვის დასრულების ანდა კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით. 
ახალ რეგლამენტში კი სხდომის 21:00 საათამდე გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არის. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels