Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მოჭიდავეები ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტსსპორტსმენები ეხმიანებიან. მოჭიდავეთანაწილი ფედერაციის ხელმძღვანელ ლუკაურტანიძის გადადგომას ითხოვს.

თავად კურტანიძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს და მედიასთან შეხვედრას 13 საათზე გეგმავს. 
შემთხვევას სპორტის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. 
ჭიდაობის ფედერაციაში გვიან ღამემდე გრძელდებოდა ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გარჩევა. შეხვედრას სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. ლევან ყიფიანმა შენობა უკომენტაროდ დატოვა. 
ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირებულმა ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და სპორტის ოსტატმა კი ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს. ლუკა კურტანიძის ბრალდება, რომ ჩხუბის მომენტში ისინი ნასვამები იყვნენ, სიცრუე აღმოჩნდა. 
სხეულზე კურტანიძესთან დაპირისპირების შედეგად მიყენებული დაზიანებები ვიცე-პრეზიდენტმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმებაზეც დააფიქსირებინა.

'დრონი.ჯი' 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels