Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა

 

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა.

ვერა ქობალია ერთადერთი ქართველია, რომელმაც საქართველოდან მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა. ახალგაზრდა ლიდერს მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი მათი პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით ასახელებს. საპატიო კომისიის თავმჯდომარე იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულაა. ორგანიზაციამ მსოფლიო ახალგაზრდა ლიდერთა შორის სხვადასხვა დროს, ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონი, კომპანია google-ის თანადაფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზანგ სინი და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ლარი პეიჯი დაასახელა.

2012 წელს ფორუმმა 59 ქვეყნიდან 192 ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერი ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის, კულტურისა და მედიის სფეროში გამოავლინა.

ცნობისათვის, ვერა ქობალია 2010 წლის 2 ივლისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია. 1999 წელს დაამთავრა მეფე ჯორჯის სახელობის საშუალო სკოლა, 2004 წელს  - ბრიტანეთის კოლუმბიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბიზნესის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

ვერა ქობალია დაიბადა 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, 1996 წელს ოჯახთან ერთად, ემიგრირებული იყო კანადაში. 2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას - „კოალიცია სამართლიანობისათვის', რომელიც დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels