Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მსოფლიო ვაჭრობის რეიტინგში საქართველომ ერთი საფეხურით უკან დაიწია

მსოფლიო ვაჭრობის რეიტინგში საქართველომ ერთი საფეხურით უკან დაიწია. ანგარიში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა(weforum.org) დღეს გამოაქვეყნა. 
რეიტინგის მიხედვით, საქართველო 2010 წელს იმყოფებოდა 37-ე ადგილზე, 2012 წელს კი 38-ე ადგილზე ჩამოქვეთდა. 
რეიტინგში სულ 132 ქვეყანა მოხდა. ანგარიში 4 სფეროს მოიცავს: ბაზრის ხელმისაწვდომობა, საზღვრის ადმინისტრირება, ინფრასტუქტურა და ბიზნესგარემო.
რეიტინგს სათავეში სინგაპური უდგას. მას მოსდევს ჰონგ-კონგი, მესამეა - დანია, მეოთხე - შვედეთი, მეხუთეზე - ახალი ზელანდია. 
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ესტონეთი უსწრებს, რომელიც 26 ადგილზეა. საქართველოს შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი -59-ე ადგილი სომხეთს აქვს. აზერბაიჯანი-81-ეა; უკრაინია-86-ე. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის რეიტინგი გასულ წელთან შედარებით 2 საფეხურით გაიზარდა და 112-ეა.
რეიტინგის უკანასკნელ, 132 ადგილზეა ჩადი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels