Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წარმომადგენელთა ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა მიიღო. შეხვედრას გაერთიანებული შტაბის და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მხარეებმა ვეტერანთა სოციალური საკითხების გაუმჯობესებისთვის საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წევრებმა ქართულ მხარეს შეძენილი გამოცდილება გაუზიარეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე დელეგაციის წევრებმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, ვეტერანებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. 

ვეტერანთა ფედერაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ფედერაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 19 მაისს დასრულდება.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels