Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას არ სურს რუსეთი თავის რიგებში საქართველოს თანხმობის გარეშე მიიღოს

'რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების ტაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება. პოზიციათა მკვეთრი განსხვავების მიუხედავად კრემლი უკვე აქტიურად ახმოვანებს იდეას, რომელიც მსო-ში საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანებას შეეხება, რაც ოფიციალური თბილისის შეშფოთებას იწვევს. თუმცა რუსული პრესა ანონიმ რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის იდეა - გაწევრიანდეს საქართველოს ტანხმობის გარეშე, ევროპის ქვეყნებს სულაც არ მოსწონთ', - წერს გაზეთი 'რეზონანსი'სტატიაში სათაურით მსო-ს არ სურს, რომ რუსეთი თავის რიგებში საქართველოს თანხმობის გარეშე მიიღოს / ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება.

'ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ მხარეთა ხისტი პოზიციის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს და საბოლოოდ რუსეთს მსო-ში გაწევრიანება შემოვლითი მექანიზმით მოუწიოს. ამ მექანიზმით, მსო-ს წევრობისთვის საჭიროა ორგანიზაციის იმ კომიტეტის წევრთა თანხმობა, რომელიც რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქართველოს ამ კომიტეტის წევრი არაა. ასევე შესაძლებელია საკითხი გადაწყდეს კენჭისყრის გზით და არა კონსენსუსით... მსო-ს თემაზე გუშინ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თინა ქეიდენაუმაც ისაუბრა. მისი თქმით, 'შტატები ითვალისწინებს, რომ საქართველოს აქვს თავისი ლეგიტიმური წუხილი, რომელიც გათვალისწოინებული უნდა იყოს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება', - აღნიშნავს გამოცემა.

'ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დავით ნარმანია ამბობს, რომ რუსეთს საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს. ეკონომიკურ ექსპერტ ლევან კალანდაძის თქმით კი ლავროვის განცხადებას პოლიტიკური მუქარის ტონი აქვს და კრემლის ეს განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ბრჭყალების გამოჩენას იწყებს - არაა გამორიცხული, რომ წევრობისთვის ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენოს. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, რუსეთს სურს მსო-ში ზარ-ზეიმით შევიდეს. ამასთან, ევროპას არ უყვარს პრეცედენტები და ნამდვილად არ სიამოვნებს გამონაკლისის დაშვება. მისივე თქმით, კრემლი ოკუპირებული რეგიონების საზღვრებთან თუნდაც ევროპელ მებაჟეებს არ დაუშვებს, ეს დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების ეფექტს გაანახევრებს - მოსკოვი ას ეარ მოიქცევა და სხვა გზა არ დარჩება გარდა იმისა, რომ მსო-ში შესასვლელად შემოვლითი გზები ეძებოს', - დასძენს გამოცემა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels