Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მუამარ კადაფის არმია ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს

მუამარ კადაფის არმიამ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით ოპოზიცია გამოვიდა, რომელმაც გარკვეული პირობები წამოაყენა. 
კადაფის რეჟიმის განცხადებით, ისინი არ აპირებებნ ქვეყნის დასავლეთ ქალაქების დატოვებას, რასაც ოპოზიცია ითხოვს. 
'ოპოზიციის ლიდერებს სურთ, ჩვენი საკუთარი ქალაქები დავტოვოთ. ეს ვფიქრობ, სრული უაზრობაა; არ ვიცი, სხვაგვარად ამას რა ვუწოდო. ჩვენ საკუთარ ქალაქებს არ დავტოვებთ',- განაცხადა კადაფის ხელისულფების წარმომადგენელმა, მუსა იბრაგიმმა. 
მისივე თქმით, კადაფის ჯარების წასვლის შემთხვევაში, 'ალ -ქაიდას' ტერორისტები გააქტიურდებიან, რომელსაც ხელისუფლება ამბოხებულთა მოძრაობის წევრებად მიიჩნევს. 
გუშინ ლიბიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კადაფის ჯარები დასავლეთის ქალაქებს დატოვებენ და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფებენ, მზად არიან, ცეცხლი შეწყვიტონ. ცეცხლის შეწყვეტა გულისხმობს კადაფის დაქირავაბულების მიერ ლიბიის ტერიტორიის დატოვებასაც. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels