Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მუამარ კადაფის ძალებმა ამბოხებულების უკან დახევა მოახერხეს

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალებმა ამბოხებულების უკან დახევა მოახერხეს. 
არაბული ტელეკომპანიების ცნობით, კადაფის ძალებმა ამბოხებულებს ტანკებისა და რაკეტების მეშვეობით შეუტიეს და აღმოსავლეთისკენ უკან დახევა აიძულეს. 
'ესოშიეითედ პრესის' ინფორმაციით, მოვლენების ასეთი განვითარება, იმას მოწმობს, რომ ამბოხებულები აშშ-ისა და სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე კადაფის დამარცხებას ვერ შეძლებენ. მათ ქალაქ ბენ-ჯავადას დატოვება მოუხდათ. ამბოხებულები ბენ-ჯავადაში დახმარებას საფრანგეთის პრეზიდენტს სთხოვდნენ და ხმამაღლა სკანდირებდნენ - 'სარკოზი სად ხარ?'. 
არაბული ტელეკომპანიების ცნობით, კადაფის ძალებმა წარმატებით განდევნეს ამბოხებულები მარსა-ელ-ბრეგადან და რას-ლანუფადან. 'ესოშიეითედ პრესის' ინფორმაციით, ამბოხებულების გაქცევა იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად საჭიროებენ ისინი კოალიციის დახმარებას, რომელმაც ბოლო დღეებში საბრძოლო აქტიურობა შეასუსტა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels