|
ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა აშშ-ს ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. 'შევაჩეროთ საომარი მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ. ერთად ვიმოქმედოთ ლიბიაში მდგომარეობის დასარეგულირებლად. მე მოგმართავთ თქვენ, როგორც დემოკრატ ქვეყანას, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში'- ნათქამია მუამარ კადაფის წერილში.
ლიბიის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ საბრძოლო ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კონგრესისი ლიდერების განცხადებით, კადაფი უნდა შეეშვას მსგავსი სახის წერილების გზავნას და რაც შეიძლება მალე დატოვოს თანამდებობა
ჯეონიუსი
ე.შ
|
|
Related posts
|
|
|
|