Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნატო-რუსეთის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

 

სოჭში დღეს ნატო-რუსეთის სხდომა გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს საკითხიც იქნება. მას შემდეგ, რაც ბრიუსელში გაიმართა სხდომა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ნატო ინფორმირებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ბოლოდროინდელი ვითარების შესახებ. სავარაუდოდ, სწორედ ეს საკითხი დადგება დღევანდელ შეხვედრაზე.

ალიანსის დელეგაციას თავად გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს. მას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიიღებს.

სხდომის ფარგლებში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში ნატო-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობას განიხილავენ.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels