Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნატო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის გამო საქართველოს მთავრობას მადლობას კიდევ ერთხელ უხდის

ნატო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის გამო საქართველოს მთავრობას მადლობას კიდევ ერთხელ უხდის. ამჯერად ალიანსის გენერალური მდივნის სახელით ქართულ მხარეს მადლობა თბილისში ვიზიტით მყოფმა, სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გადაუხადა.

'გენერალური მდივნის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის. იქ თქვენი ათასამდე ჯარისკაცი მსახურობს და ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან დიდი რაოდენობაა', - განაცხადა აპატურაიმ და აქვე სამშვიდობო მისიის შესრულებისას საქართველოს შვიდი მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

მისივე განმარტებით, ნატომ უკვე დაიწყო გარდამავალ ეტაპზე გადასვლა და 2014 წლამდე ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავრობა გადაიბარებს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels