Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ნაციონალების' ინფორმაციით, ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ პუნქტს გაუმართლებლად მიიჩნევს

'ნაციონალური მოძრაობის' ინფორმაციით, ვენეციის კომისია 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტის იმ პუნქტს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლებაა გათვალისწინებული , გაუმართლებლად მიიჩნევს.
როგორც 'ინტერპრესნიუსს' პარტიიდან აცნობეს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, რომელიც საკანონმდებლო უფლებამოსილების გარგლებში განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ორგანიზაციის და ფუნქციონირების საკითხებს, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობის პრინციპს.
'კომისია განმარტავს, რომ მოსამართლეთა საბჭოების მთავარი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური გავლენისგან. ამ მიზნიდან გამომდინარე, გაუმართლებელი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, რომელიც საკანონმდებლო უფლებამოსილების გარგლებში განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ორგანიზაციის და ფუნქციონირების საკითხებს, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობის პრინციპს. საბჭოს ყველა წევრის ვადამდე გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ყოველი შემდგომი ხელისუფლება თუ ყოველი ახალარჩეული პარლამენტი, რომლისთვისაც არ იქნება მისაღები საბჭოს წევრები ან მისი შემადგენლობა, ვადამდე შეუწყვეტს მას უფლებამოსილებას და მას ახალი საბჭოთი ჩაანაცვლებს. ბევრ სიტუაციაში, განსაკუთრებით, ასე მოკლე ვადაში, ასეთი ცვლილებების შემოტანა გააჩენს ეჭვს, რომ ინიციატივის უკან იდგა საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენის განზრახვა', - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც 'ნაციონალური მოძრაობა' ავრცელებს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels