Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ნაციონალური მოძრაობა' ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ეკონომიკური იმიჯის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

'ნაციონალური მოძრაობა' 'ქართული ოცნების' ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ეკონომიკური იმიჯის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. 
როგორც 'ნაციონალური მოძრაობის' წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ღვინის ხარისხთან და ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციას იმეორებს.
'ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით ერთი ერთზე ემთხვევა რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს განცხადებას', - განაცხადა ჯაფარიძემ. 
მისი თქმით, ივანიშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ქართული ღვინის ხარისხი არ არის ისეთი მაღალი დონის, როგორიც უნდა იყოს. 
'მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და 'ქართულ ოცნებას', თავი დაანებონ საერთაშორისო იმიჯის შელახვას', - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels