Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნიდერლანდებში ტელეანძა დაინგრა

ნიდერლანდებში ტელეანძა დაინგრა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჰოლანდიის ქალაქ ხოოგერსმილდში ტელეანძა დაინგრა , რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი ტელერადიო მაუწყებლობის გარეშეა დარჩენილი.
ანძის ჩამონგრევა ვიდეოკამერით გადაიღეს. ტელეანძის ჩამონგრევის ერთ-ერთი მიზეზი ხანძარია. ცეცხლი 100 მეტრ სიმაღლეზე გაჩნდა. მეხანძრებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა ანძის კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ინციდენტის დროს არავინ დაზარალებულა.
ნიდერნლანდების ქალაქ ხოოგერსმილდში მდებარე ტელეანძა 300 მეტრი სიმაღლის იყო და ის ქვეყნის ერთ-ერთ მაღალ ანძად ითვლებოდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels