Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკსა და კახა დამენიას ბრალი უკვე წარუდგინეს

ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკს, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძეს და იზაბელა გუტიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. საუბარია ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების მცდელობაზე. 
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატებმა განაცხადეს, ბრალდებულები თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ და, როდესაც მათ ბრალი წაუყენეს, გაუკვირდათ კიდევაც აღნიშნული ბრალდების შესახებ. 
ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იყენებენ დუმილის უფლებას და რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ. 
ამასთან, ადვოკატებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მასალებს დღესვე გადასცემენ.
მათივე ინფორმაციით, საქმეების გაცნობის შემდეგ იმსჯელებენ, თუ რას მოითხოვენ სასამართლოსგან, თუმცა ამ დროისთვისაც შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსგან აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს მოითხოვენ. 
ადვოკატების განცხადებით, ისინი კონსულტაციას გაივლიან დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებთან, რათა შეთანხმდნენ, რა რაოდენობის თანხის გადახდა შეუძლიათ. 
დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels