Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნიკა გილაური - ევროკავშირს აკლია ის, რაც საქართველოს აქვს, ეს ენერგოუსაფრთხოებაა

ევროკავშირს აკლია ის, რაც საქართველოს აქვს, ეს ენერგოუსაფრთხოებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღმოსავლეთ-პარტნიორობისა და ევროკავშირის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში. პრემიერის განცხადებით, საქართველოს დიდი ჰიდრორესურსები გააჩნია და ეს აძლევს მას საშუალებას, ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც. 
გილაურის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ათვისებული აქვს მისი ჰიდრორესურსის მხოლოდ 18 პროცენტი, შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები და მათი მშენებლობა მომავალშიც არის დაგეგმილი.
პრემიერმა ისაუბრა ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე, შეთანხმება სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ. გილაურის თქმით, ორივე შეთანხმება თითქმის უკვე დასრულებულია. პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყო მოლაპარაკებები ღრმა და თავისუფალი ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ. პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბოლომდე საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels