Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში , სარკოზის 'სოციალისტმა' ფრანსუა ოლანდმა 4 %-ით სძლია.
წინასწარი შედეგებით, ოლანდმა ხმათა 51,01 % მიიღო, სარკიზიმ კი 48,99 %.
საფრანგეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა არჩევნებში დამარცხება ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან მალევე აღიარა და განაცხადა, რომ ფრანსუა ოლანდი რესპუბლიკის პრეზიდენტია და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
'ფრანსუა ოლანდი არჩეულ იქნა საფრანგეთის პრეზიდენტად. პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს', - განაცხადა სარკოზიმ გუშინ მომხრეებთან შეხვედრისას და აქვე განმარტა, რომ ის ფრანსუა ოლანდს ტელეფონით ესაუბრა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
ამასთან, მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მისი ლიდერი თავად არ იქნება. 
ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, საფრანგეთმა 6 მაისს ცვლილებები აირჩია და პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ყოფნა ისურვა.
ოლანდი განახლების მომხრეა, ის ევროპის საფინანსო შეთანხმების გადასინჯვის ინიციატივით გამოდის, რაც, მისი აზრით, უმუშევრობის დონის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის ტემპის გაზრდას მოიტანს. 
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels