Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო ბურჯანაძე გაჩეჩილაძე-ბიწაძის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს

'დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერი ნინო ბურჯანაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მიუნხენის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი ბიწაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, კომენტარს მოგვიანებით გააკეთეს .
'სახალხო კრების' ოფისში დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებმა ნინო ბურჯანაძე კითხვით მიმართეს, ცნობილი იყო თუ არა მისთვის მიუნხენში მომხდარი ინციდენტის შესახებ და რა კომენტარს გააკეთებდა. თუმცა, ნინო ბურჯანაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ როდესაც ჟურნალისტები, იგულისხმებოდა ტელევიზიები, აღნიშნულ ბრიფინგს გააშუქებენ, შემდეგ გააკეთებდა ბიწაძისა და გაჩეჩილაძის კონფლიქტის შესახებ კომენტარს. 
'ინციდენტი დასრულდა. გააშუქეთ ეს ბრიფინგი. შემდეგ ჩემს კომენტარს მოისმენთ. მე არ ვყოფილვარ მიუნხენში და რამდენადაც ვიცი, არც ბიწაძე ცხოვრობს მიუნხენში და არც ლევან გაჩეჩილაძე. არ ვაპირებ აქ მე კომენტარის გაკეთებას', - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი ბიწაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ზოგადად კი, მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიწაძემ გაჩეჩილაძე პრეზიდენტ სააკაშვილისგან რამდენიმე მილიონის მოთხოვნაში დაადანაშაულა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels