Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრებს მართავს

'დემოკრატიული მოძრაობის' თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის ექს სპიკერი უკვე შეხვდა იტალიის, ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბულგარეთის სახელმწიფოების ელჩებს, დღეს კი შეხვედრები დაგეგმილია ჩეხეთისა და საფრანგეთის ელჩებთან.
შეხვედრების მიზანია, ელჩები გაეცნონ პარტიის ხედვას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია 'დემოკრატიული მოძრაობის' მიმართ განხორციელებულ ზეწოლებისა და უკანონობის თაობაზე, პოლიტპატიმრების მდგომარეობასა და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ელჩებთან შეხვედრები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels