Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო ბურჯანაძე: ხვალ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო ზარი იქნება

 

ხვალ ბოლო ბრძოლაა და სააკაშვილის რეჟიმის ბოლო ზარი იქნება. აღნიშნული განცხადებით 'სახალხო კრების' ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' წინ შეკრებილ აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს მიმართა და იქვე დასძინა, რომ 'ძალა ხალხშია და თუ ხალხი გადაწყვეტს, გამარჯვება ადვილად მიიღწევა'.

'ქუჩაში დავდივარ და ადამიანები მეუბნებიან, 'თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ გვეშინიაო. მე ვიცი, რომ მათ მართლაც ეშინიათ და ეს ადამიანები სოროში არიან შემძვრალნი. ასეთი ადამიანები ამ ხელისუფლების ღირსნი არიან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი შემცირდება. ბრძოლაში წარმატების გარანტია არასოდეს არსებობს, მაგრამ ჩვენ გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა ხვალ წარმატებით დასრულდება', - განაცხადა ბურჯანაძემ.

geonews.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels