Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო კალანდაძე - გაერო-ში კენჭისყრის შედეგები უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების უფლება აღიარებულია , უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე ამას ქართული მხარე ელოდა, - ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. 
'ჩვენს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 57 სახელმწიფომ და წინააღმდეგი იყო მხოლოდ 13, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვს კიდევ შვიდი შეემატა, ხოლო მოწინააღმდეგეების რაოდენობა ოთხით შემცირდა. ეს კი ცხადყოფს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას და საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული პრინციპების მხარდაჭერას, რომელი ეხება დევნილების ღირსეულად დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლების დაცვას', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას დაუჭირა მხარი.
'სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც შეეცადა ამ საკითხის მკვეთრად პოლიტიზირებას და არა მხოლოდ მხარი არ დაუჭირა, არამედ საჯაროდ დააფიქსირა საწინააღმდეგო პოზიცია და მოუწოდებდა თანამეგობრობას, რომ არ დაეჭირა მხარი ამ რეზოლუციისთვის, რითაც აფიქსირებდა იმას, რომ არ აღიარებს დევნილების დაბრუნების უფლებას', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია ნაურუს და მხარდამჭერთა შორის კი აღმოჩნდა ვანუატუ.
'ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილიყო. ამასთან, ჩვენ ყოველ წელს წარცადგენთ ანალოგიური შინაარსის რეზოლუციას იმ დრომდე, ვიდრე რეზოლუციის ყველა დებულება არ იქნება დაცული', - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels