Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო კალანდაძე - ედვარდ ნალბანდიანი საქართველოში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი საქართველოში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო ყველა სახელმწიფოსთან და განსაკუთრებით მეზობლებთან ცდილობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები მაქსიმალურად მაღალ დონეზე გაამყაროს.
'შესაბამისად, კარგია, რომ ხშირი შეხვედრებია, რადგან აქტუალური საკითხები ოპერატიულად განიხილება', _ განაცხადა ნინო კალანდაძემ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 16-17 მარტს იმყოფებოდა. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თბილისში ჩამოსვლა არ დაანონსებულა. საქართველოს საგარეო უწყებამ ნალბანდიანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 17 მარტს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინისტრმა ნალბანდიანმა საქართველო დატოვა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels