Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო კალანდაძე - ლავროვის სოხუმში ვიზიტი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტს ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. 
'სამწუხაროდ, კლასიკურ ნაბიჯებს წარმოადგენს, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს მის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას შესძინოს ლეგიტიმაცია. ეს არის მცდელობა, რომელიც მათი მხრიდან წარუმატებელი დარჩება', - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. 
მისივე თქმით, ლავროვის ნაბიჯი წარმოადგენს ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას და ეს ცინიკური დამოკიდებულებაა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ. 
'ცინიკური დამოკიდებულებაა, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს საერთოდ არ მიიღოს ყურად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება, არამედ ცდილობს ცინიკური ნაბიჯები გადადგას საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ასევე ცინიკურია საუბარი იმაზე, რომ ეს ვიზიტი სეპარატისტების საქართველოს მორიგი აგრესიისაგან დაცვას ემსახურება. 
'ცინიკურია ეს განცხადება მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველო არა თუ არავის ესხმის თავს, არამედ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულება აიღო ძალის არგამოყენების თაობაზე და სწორედ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს ამ ტიპის განაცხადი თავად გააკეთოს', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels