Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო კალანდაძე: საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების სურვილი ODIHR- მა გამოთქვა

მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, სხვა უცხოურ დამკვირვებლებთან ერთად,  ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო ODIHR დააკვირდება.  ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი უწყების მიერ, არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით გაგზავნილ წერილზე ოფიციალური პასუხი ჯერ ODIHR-სგან მოგვივიდა. ისინი მზად არიან საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ',- განუცხადა ჟურნალისტებს კალანდაძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ოფიციალური მოსაწვევები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს -კენეთ ვოლაკს და საერთაშორისი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს - ლორნ კრეინერს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

ამასთან, ვაშაძის უწყებამ თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა მედია მონიტორინგის პროექტი დააფინანსოს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე მოხდა.

internet.ge

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels